Translate

თამაშები

 

🏆 თამაში: „ფინანსური ინტელექტის დუელი

მიზანი:

მოსწავლეებმა სახალისო ისტორიული და ფინანსური ფაქტების შეცნობით განავითარონ კრიტიკული აზროვნება, ფულის ბუნების გააზრება და ცნობისმოყვარეობა ეკონომიკის მიმართ.

ინსტრუქცია:

  1. დაყოფა: კლასი გაყავით ორ გუნდად ან დატოვეთ ინდივიდუალურად.
  2. წესი: მასწავლებელი კითხულობს ფაქტს. მოსწავლეებმა უნდა თქვან, არის თუ არა ის მართალი ან მცდარი.
  3. ქულები: თითო სწორი პასუხი = 1 ქულა.
  4. გამარჯვებული: ის გუნდი/მოსწავლე, ვინც უფრო მეტ სწორ პასუხს გასცემს.

50 ფინანსური ფაქტი (მართალია/მცდარია)

1.     მარილი ფულად გამოიყენებოდა

2.     პირველი კრედიტ-ბარათი გაჩნდა რესტორანში დავიწყებული საფულის გამო

3.     ყველა მონეტა ერთნაირი ლითონისაა

4.     ოდესღაც ტიტების ბოლქვი სახლის ფასი ღირდა

5.     ბანკი იტალიურად სკამს ნიშნავს

6.     ბიტკოინი ყველაზე ძვირადღირებული ვალუტაა ისტორიაში

7.     ქაღალდის ფული პირველად ჩინეთში გამოიგონეს

8.     ოქრო არასდროს კარგავს ღირებულებას

9.     მილიარდერი და მილიონერი ერთი და იგივეა

10.  საფონდო ბირჟა შაბათ-კვირასაც მუშაობს

11.  კრედიტი უფასო ფულია

12.  ინფლაცია ფულის გაუფასურებაა

13.  აქცია კომპანიის წილის ფლობაა

14.  ეკონომიკაში რისკი არ არსებობს

15.  დივერსიფიკაცია კვერცხების სხვადასხვა კალათაში ჩადებაა

16.  საკრედიტო ისტორია არავის აინტერესებს

17.  გადასახადებს ძველ ეგვიპტეშიც იხდიდნენ

18.  ყველა ვალუტა მსოფლიოში ერთნაირია

19.  ბანკომატი პირველად ლონდონში გამოჩნდა

20.  დანაზოგი შავი დღისთვისაა

21.  ინვესტიცია კაზინოა

22.  სარეზერვო ფონდი აუცილებელია

23.  ბარტერი ფულის წინამორბედია

24.  ბიზნესს გეგმა არ სჭირდება

25.  კრიპტოვალუტას ფიზიკური ფორმა არ აქვს

26.  ფასები მაღაზიაში არასდროს იცვლება

27.  სესხი გამდიდრების საუკეთესო გზაა

28.  აქტივი ჯიბეში ფულს გვიდებს

29.  პასივი ჯიბიდან ფულს გვაცლის

30.  ფინანსური ცოდნა საუკეთესო ინვესტიციაა

31.  ძველად საქონელი ძროხა ფულად გამოიყენებოდა

32.  პირველი ბანკი ევროპაში 1000 წლის წინ გაჩნდა

33.  საფონდო ბირჟა ჰაერშია განთავსებული

34.  ფული ხეებზე იზრდება

35.  ბიუჯეტი დაგეგმვის საშუალებაა

36.  ყველა მდიდარი ადამიანი ბიზნესმენია

37.  კრიპტოვალუტა სახელმწიფო ბანკების კონტროლქვეშაა

38.  გადასახადები სახელმწიფოს მართვას ხმარდება

39.  ლარი საქართველოს ეროვნული ვალუტაა

40.  ფასდაკლება ყოველთვის ნიშნავს რომ ნივთი ცუდია

41.  აუქციონი ფასის დადგენის მეთოდია

42.  ყველა სესხი საშიშია

43.  პრობლემები წვრილმანშია (დეტალებში)

44.  ინტერნეტ-მაღაზიები უფრო იაფია ვიდრე ფიზიკური

45.  საფონდო ბირჟა თამაშს ჰგავს

46.  ოქროს სამკაული ყოველთვის კარგი ინვესტიციაა

47.  ვალუტა შეიძლება გაუფასურდეს

48.  დაზღვევა რისკების შემცირების გზაა

49.  ფინანსური თავისუფლება დამოკიდებულია მხოლოდ იღბალზე

50.  ინვესტირება მხოლოდ მილიონერებისთვისაა

პასუხები:

  1. მარილი ფულად გამოიყენებოდა? - მართალია.
  2. პირველი კრედიტ-ბარათი გაჩნდა რესტორანში დავიწყებული საფულის გამო? - მართალია.
  3. ყველა მონეტა ერთნაირი ლითონისაა? - მცდარია.
  4. ოდესღაც ტიტების ბოლქვი სახლის ფასი ღირდა? - მართალია.
  5. ბანკიიტალიურად სკამს ნიშნავს? - მართალია.
  6. ბიტკოინი ყველაზე ძვირადღირებული ვალუტაა ისტორიაში? - მცდარია.
  7. ქაღალდის ფული პირველად ჩინეთში გამოიგონეს? - მართალია.
  8. ოქრო არასდროს კარგავს ღირებულებას? - მცდარია.
  9. მილიარდერი და მილიონერი ერთი და იგივეა? - მცდარია.
  10. საფონდო ბირჟა შაბათ-კვირასაც მუშაობს? - მცდარია.
  11. კრედიტი უფასო ფულია? - მცდარია.
  12. ინფლაცია ფულის გაუფასურებაა? - მართალია.
  13. აქცია კომპანიის წილის ფლობაა? - მართალია.
  14. ეკონომიკაში რისკი არ არსებობს? - მცდარია.
  15. დივერსიფიკაცია ქონების სხვადასხვა კალათაში ჩადებაა? - მართალია.
  16. საკრედიტო ისტორია არავის აინტერესებს? - მცდარია.
  17. გადასახადებს ძველ ეგვიპტეშიც იხდიდნენ? - მართალია.
  18. ყველა ვალუტა მსოფლიოში ერთნაირია? - მცდარია.
  19. ბანკომატი პირველად ლონდონში გამოჩნდა? - მართალია.
  20. დანაზოგიშავი დღისთვისაა“? - მართალია.
  21. ინვესტიცია კაზინოა? - მცდარია.
  22. სარეზერვო ფონდი აუცილებელია? - მართალია.
  23. ბარტერი ფულის წინამორბედია? - მართალია.
  24. ბიზნესს გეგმა არ სჭირდება? - მცდარია.
  25. კრიპტოვალუტას ფიზიკური ფორმა არ აქვს? - მართალია.
  26. ფასები მაღაზიაში არასდროს იცვლება? - მცდარია.
  27. სესხი გამდიდრების საუკეთესო გზაა? - მცდარია.
  28. აქტივი ჯიბეში ფულს გვიდებს? - მართალია.
  29. პასივი ჯიბიდან ფულს გვაცლის? - მართალია.
  30. ფინანსური ცოდნა საუკეთესო ინვესტიციაა? - მართალია.
  31. ძველად საქონელი (ძროხა) ფულად გამოიყენებოდა? - მართალია.
  32. პირველი ბანკი ევროპაში 1000 წლის წინ გაჩნდა? - მართალია.
  33. საფონდო ბირჟა ჰაერშია განთავსებული? - მცდარია.
  34. ფული ხეებზე იზრდება? - მცდარია.
  35. ბიუჯეტი დაგეგმვის საშუალებაა? - მართალია.
  36. ყველა მდიდარი ადამიანი ბიზნესმენია? - მცდარია.
  37. კრიპტოვალუტა სახელმწიფო ბანკების კონტროლქვეშაა? - მცდარია.
  38. გადასახადები სახელმწიფოს მართვას ხმარდება? - მართალია.
  39. ლარი საქართველოს ეროვნული ვალუტაა? - მართალია.
  40. ფასდაკლება ყოველთვის ნიშნავს, რომ ნივთი ცუდია? - მცდარია.
  41. აუქციონი ფასის დადგენის მეთოდია? - მართალია.
  42. ყველა სესხი საშიშია? - მცდარია.
  43. პრობლემა წვრილმანშია“ (დეტალებში)? - მართალია
  44. ინტერნეტ-მაღაზიები უფრო იაფია, ვიდრე ფიზიკური? - ხშირა მართალია.
  45. საფონდო ბირჟა თამაშს ჰგავს? -მმცდარია (ეს პროფესიონალური საქმიანობაა).
  46. ოქროს სამკაული ყოველთვის კარგი ინვესტიციაა? - მცდარია.
  47. ვალუტა შეიძლება გაუფასურდეს? - მართალია.
  48. დაზღვევა რისკების შემცირების გზაა? - მართალია.
  49. ფინანსური თავისუფლება დამოკიდებულია მხოლოდ იღბალზე? - მცდარია.
  50. ინვესტირება მხოლოდ მილიონერებისთვისაა? - მცდარია

 

 ფაქტების ახსნა:

1.     მარილი (Salary): ძველ რომში ჯარისკაცებს ხელფასს ხშირად მარილის სახით უხდიდნენ, რადგან მარილი ძალიან ძვირფასი იყო საკვების შესანახად. აქედან წამოვიდა ლათინური სიტყვა salarium, რაც ინგლისურში salary- (ხელფასი) გარდაიქმნა.

2.     პირველი საკრედიტო ბარათი: 1950 წელს ფრენკ მაკნამარამ რესტორანში საფულის დავიწყების გამო შექმნა „Diners Club“, მსოფლიოში პირველი უნივერსალური საკრედიტო ბარათი, რითაც მომსახურების საფასურის გადახდა მოგვიანებით ხდებოდა.

3.     ყველა მონეტა ერთნაირი ლითონისაა (მცდარია): მონეტები მზადდება სხვადასხვა ლითონისა და შენადნობისგან (სპილენძი, ნიკელი, ფოლადი და სხვ.), რაც მათ ნომინალსა და ქვეყნის სტანდარტებზეა დამოკიდებული.

4.     ტიტების ბოლქვი: XVII საუკუნის ნიდერლანდებში ტიტების ბოლქვებზე გაჩენილმა ბუმმა გამოიწვია ისეთი ფასების ზრდა, რომ ერთი იშვიათი ბოლქვი ნამდვილად შეიძლებოდა სახლის ფასი ღირებულიყო.

5.     ბანკი“ (Bank): სიტყვა მომდინარეობს იტალიური banco-დან, რაცსკამსანდახლსნიშნავს, სადაც შუა საუკუნეების იტალიელი ფინანსისტები ოპერაციებს ატარებდნენ.

6.     ბიტკოინი ყველაზე ძვირადღირებული ვალუტაა ისტორიაში (მცდარია): ვალუტის სიძვირე ნომინალურად პირობითია; ისტორიაში ჰიპერინფლაციის დროს ბევრად უფრო მაღალი ნომინალის მქონე ფულის ერთეულები არსებობდა, ბიტკოინი კი ცვალებადი აქტივია და არა ტრადიციული ვალუტა.

7.     ქაღალდის ფული: ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა (ტანგის დინასტიის პერიოდში), სადაც IX საუკუნეში ქაღალდის ფულის გამოყენება დაიწყეს.

8.     ოქრო არასდროს კარგავს ღირებულებას (მცდარია): ოქროს ფასი საბაზრო პრინციპებით განისაზღვრება და ის მუდმივად მერყეობს; მიუხედავად სიმყარისა, მოთხოვნა-მიწოდების ცვლილების გამო მისი ფასი შეიძლება დაეცეს.

9.     მილიარდერი და მილიონერი (მცდარია): ეს ორი ცნება კაპიტალის მასშტაბით განსხვავდებამილიონერს აქვს 1 000 000 ერთეული ვალუტა, ხოლო მილიარდერს – 1 000 000 000, რაც 1000-ჯერ მეტია.

10.  საფონდო ბირჟა შაბათ-კვირასაც მუშაობს (მცდარია): ძირითადი საფონდო ბირჟები მუშაობს მხოლოდ სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირას კი ისინი დახურულია.

11.  კრედიტი უფასო ფულია (მცდარია): კრედიტი არის ნასესხები ფული, რომელსაც ემატება პროცენტი და საკომისიო, რაც მას ფასიანს ხდის.

12.  ინფლაცია: ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ფულის მსყიდველობითი უნარი მცირდება და საქონლისა და მომსახურების საერთო ფასი იზრდება.

13.  აქცია: აქციის შეძენა ნიშნავს კომპანიის გარკვეული წილის ფლობას და შესაბამისად, მოგების მიღების ან გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლებას.

14.  ეკონომიკაში რისკი არ არსებობს (მცდარია): ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა და ინვესტირება თანდაყოლილ რისკებთანაა დაკავშირებული (მაგ. საბაზრო რყევები).

15.  დივერსიფიკაცია: ეს არის რისკის მართვის სტრატეგია, როდესაც ინვესტორი თავის კაპიტალს სხვადასხვა აქტივში ან სფეროში ანაწილებს.

16.  საკრედიტო ისტორია არავის აინტერესებს (მცდარია): საკრედიტო ისტორია არის მთავარი დოკუმენტი, რომლითაც ბანკი აფასებს მსესხებლის სანდოობასა და რისკიანობას.

17.  გადასახადები: გადასახადების სისტემა ძველ ეგვიპტეშიც არსებობდა, სადაც მოქალაქეები მოსავლის ნაწილს სახელმწიფოს გადასცემდნენ.

18.  ყველა ვალუტა მსოფლიოში ერთნაირია (მცდარია): ვალუტები განსხვავდება სტაბილურობით, მსყიდველობითი უნარითა და საერთაშორისო აღიარებით.

19.  ბანკომატი: პირველი ბანკომატი (ATM) 1967 წელს ლონდონში, Barclay's-ის ფილიალში დაიდგა.

20.  დანაზოგი: ფინანსური წიგნიერების მიხედვით, დანაზოგი არის ფინანსურიბალიში“, რომელიც გაუთვალისწინებელი ხარჯების (მათ შორისშავი დღის“) დასაფარად არის განკუთვნილი.

21.  ინვესტიცია კაზინოა (მცდარია): კაზინო ეფუძნება აზარტს და მათემატიკურად მომგებიანია მხოლოდ დაწესებულებისთვის, ინვესტიცია კი არის ანალიზზე დაფუძნებული გააზრებული კაპიტალდაბანდება.

22.  სარეზერვო ფონდი: ეს არის დანაზოგის ნაწილი, რომელიც აუცილებელია ფინანსური უსაფრთხოებისთვის, რათა კრიზისულ სიტუაციებში ვალი არ ავიღოთ.

23.  ბარტერი: ეს არის საქონლის საქონელზე გაცვლის სისტემა, რომელიც ფულის გამოგონებამდე იყო ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი ფორმა.

24.  ბიზნესს გეგმა არ სჭირდება (მცდარია): ბიზნესგეგმა არის აუცილებელი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ბიზნესის განვითარების გზას და რისკებს.

25.  კრიპტოვალუტა: ეს არის ციფრული ვალუტა, რომელსაც არ აქვს ფიზიკური ფორმა და დაფუძნებულია კრიპტოგრაფიულ დაცვაზე.

26.  ფასები მაღაზიაში არასდროს იცვლება (მცდარია): ფასები მუდმივად მერყეობს ინფლაციის, მოთხოვნისა და საბაზრო კონიუნქტურის მიხედვით.

27.  სესხი გამდიდრების საუკეთესო გზაა (მცდარია): სესხი არის ინსტრუმენტი, რომელიც სწორი გამოყენებისას შეიძლება იყოს დამხმარე, მაგრამ არასწორი გამოყენების შემთხვევაში ვალების ხაფანგში აგდებს.

28.  აქტივი: ეს არის რესურსი, რომელიც მფლობელს ფულს უხდის ან უზრდის ღირებულებას (მაგ. უძრავი ქონება გაქირავებისთვის).

29.  პასივი: ეს არის ვალდებულება ან ხარჯი, რომელიც ჯიბიდან ფულს გვაცლის (მაგ. სესხი ავტომობილზე ან საკუთარი სახლის ხარჯები).

30.  ფინანსური ცოდნა: ფინანსური განათლება ითვლება საუკეთესო ინვესტიციად, რადგან ის გვეხმარება რესურსების სწორ მართვაში.

31.  საქონელი, როგორც ფული: ფულის გამოგონებამდე ძველ კულტურებში საქონელი (მაგ. ძროხა, მარილი) გამოიყენებოდა გაცვლის საშუალებად მისი ღირებულების გამო.

32.  პირველი ბანკი ევროპაში: თანამედროვე საბანკო სისტემის წინამორბედი ინსტიტუტები ევროპაში, კერძოდ იტალიაში, რენესანსის პერიოდში გაჩნდა (მაგ. Banco di San Giorgio).

33.  საფონდო ბირჟა ჰაერშია განთავსებული (მცდარია): ბირჟა არის რეალური, მაღალტექნოლოგიური სავაჭრო სისტემა, რომელიც ემყარება კომპანიების აქციებსა და კაპიტალს.

34.  ფული ხეებზე იზრდება (მცდარია): ეს არის მეტაფორა, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ფული შრომის, დროისა და ინტელექტის შედეგია და არა მარტივად ხელმისაწვდომი რესურსი.

35.  ბიუჯეტი: ეს არის დაგეგმვის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლში.

36.  ყველა მდიდარი ადამიანი ბიზნესმენია (მცდარია): სიმდიდრის დაგროვება შესაძლებელია სხვადასხვა გზით: ინვესტიციებით, მემკვიდრეობით ან მაღალკვალიფიციური პროფესიით.

37.  კრიპტოვალუტა სახელმწიფო ბანკების კონტროლქვეშაა (მცდარია): კრიპტოვალუტების უმრავლესობა დეცენტრალიზებულია და არ იმართება ცენტრალური ბანკების მიერ.

38.  გადასახადები: გადასახადები არის სახელმწიფოს შემოსავლის წყარო, რომელიც ხმარდება საჯარო სერვისებსა და ქვეყნის მართვას.

39.  ლარი: ლარი არის საქართველოს ოფიციალური ეროვნული ვალუტა, რომელიც მიმოქცევაშია 1995 წლიდან.

40.  ფასდაკლება (მცდარია): ფასდაკლება არ ნიშნავს ნივთის უხარისხობას; ის შეიძლება იყოს მარკეტინგული სტრატეგია ან სეზონური ცვლილება.

41.  აუქციონი: ეს არის ფასის დადგენის მეთოდი, სადაც ნივთის ღირებულება კონკურენტული ვაჭრობის საფუძველზე დგინდება.

42.  ყველა სესხი საშიშია (მცდარია): სესხი შეიძლება იყოს სასარგებლო („კარგი ვალი“), თუ ის გამოიყენება აქტივის შექმნისთვის.

43.  პრობლემა წვრილმანებშია: ფინანსებში ეს ნიშნავს, რომ დეტალებს, პირობებსა და წვრილმან ხარჯებს დიდი გავლენა აქვთ საბოლოო შედეგზე.

44.  ინტერნეტ-მაღაზიები: ინტერნეტ-მაღაზიები ხშირად უფრო იაფია, რადგან მათ არ აქვთ ფიზიკური მაღაზიის შენახვისა და პერსონალის დიდი ხარჯები.

45.  საფონდო ბირჟა თამაშს ჰგავს (მცდარია): საფონდო ბირჟა არის პროფესიონალური და რთული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც მოითხოვს ფუნდამენტურ ანალიზს და არა მხოლოდ იღბალს.

46.  ოქროს სამკაული ყოველთვის კარგი ინვესტიციაა (მცდარია): სამკაულების ყიდვისას მყიდველი იხდის დიზაინსა და დამუშავებაში, რაც ოქროს რეალურ საბაზრო ფასს აჭარბებს, ამიტომ ინვესტირებისთვის ზოდები უკეთესია.

47.  ვალუტა: ვალუტა შეიძლება გაუფასურდეს ეკონომიკური კრიზისის, ინფლაციის ან ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობის გამო.

48.  დაზღვევა: ეს არის რისკების მართვის გზა, როდესაც დაზღვეული პირი პოტენციურ ფინანსურ ზარალს გადასცემს სადაზღვევო კომპანიას.

49.  ფინანსური თავისუფლება დამოკიდებულია მხოლოდ იღბალზე (მცდარია): ფინანსური თავისუფლება დისციპლინის, სწორი დაგეგმვისა და მუდმივი განათლების შედეგია.

50.  ინვესტირება მხოლოდ მილიონერებისთვისაა (მცდარია): თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტები ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, მცირე თანხებითაც კი დაიწყოს ინვესტირება.






              📈 თამაში: „ინვესტორთა კლუბი

🎯 თამაშის მიზანი

გახდი ყველაზე წარმატებული ინვესტორი! 6 რაუნდის ბოლოს გუნდმა უნდა დააგროვოს ყველაზე მეტი წმინდა კაპიტალი (ჯამური ფული + აქტივების ღირებულება).

📋 თამაშის აღწერა და წესები

თამაში მიზნად ისახავს ფინანსური წიგნიერების განვითარებას, აქტივების მართვის, რისკების გააზრებისა და დივერსიფიკაციის პრინციპების პრაქტიკულ ათვისებას.

  • საწყისი კაპიტალი: თითოეული გუნდი იწყებს 1,000 ₾-ით.
  • თამაშის ხანგრძლივობა: თამაში გრძელდება 6 რაუნდი.
  • რაუნდის სტრუქტურა:
    1. ყიდვა: გუნდები იღებენ გადაწყვეტილებას და ყიდულობენ აქტივებს (აქციები, კრიპტოვალუტა, ოქრო და ..).
    2. მოვლენა: მასწავლებელი აცხადებს 1 „რისკის ბარათს“, რომელიც ცვლის ბაზრის მდგომარეობას.
    3. შემოსავალი: გუნდები ითვლიან შემოსავალს აქტივების მიხედვით.
    • შენიშვნა: თუ რისკის ბარათი არ ეხება თქვენს აქტივს, იღებთ მხოლოდ ბარათზე მითითებულ საბაზისო შემოსავალს.

👥 გუნდური თამაში და როლები

რეკომენდებულია 3-4 მოსწავლისგან შემდგარი გუნდების ფორმირება. გუნდს აქვს ერთი საერთო პორტფოლიოს ფურცელი. ეფექტურობისთვის გაანაწილეთ როლები:

როლი

პასუხისმგებლობა

ფინანსური ანალიტიკოსი

ითვლის ბალანსს და შემოსავალს.

ინვესტორი

იღებს გადაწყვეტილებას აქტივების ყიდვაზე.

რისკ-მენეჯერი

აანალიზებსრისკის ბარათებისგავლენას.

📝 პორტფოლიოს ფურცლის გამოყენების ინსტრუქცია

ყოველი რაუნდის შემდეგ, ფინანსურმა ანალიტიკოსმა უნდა შეავსოს პორტფოლიოს ფურცელი შემდეგი წესით:

  1. საწყისი ბალანსი: გადაიტანეთ წინა რაუნდის ბოლო გრაფაში მიღებული თანხა.
  2. შეძენილი აქტივი: ჩაწერეთ იმ რაუნდში შეძენილი აქტივის სახელი (მაგ. „Apple“).
  3. შემოსავალი: ჩაწერეთ ბარათებით მიღებული ჯამური თანხა.
  4. რისკი: ჩაწერეთ ამოღებული რისკ-ბარათის დასახელება (მაგ. „კრიპტო-ზამთარი“) და მისი გავლენა ბალანსზე (- ან +).
  5. საბოლოო ბალანსი: დააჯამეთ თანხა. ეს არის ბალანსი, რომლითაც გუნდი გადადის შემდეგ ეტაპზე.

ფერების დაყოფა: აქტივების ბარათები დაბეჭდ ლურჯ ფერზე, რისკის ბარათები -წითელზე, ხოლო შემოსავლის ბარათები - მწვანეზ

 

                                                                           

 

 

 

 

  ბარათები

            ბარათი 1: Apple

სექტორი: ტექნოლოგიები

 ყიდვის ფასი: 300 ₾

 შემოსავალი: +50 ₾

რისკის დონე: მაღალი

 

             ბარათი 2: Tesla

სექტორი: ტექნოლოგიები/ავტო

 ყიდვის ფასი: 250 ₾

შემოსავალი: +40 ₾

რისკის დონე:  (მაღალი)

 


        ბარათი 3: Salesforce

სექტორი: პროგრამული უზრუნველყოფა

ყიდვის ფასი: 200 ₾

შემოსავალი: +45 ₾

რისკის დონე: საშუალო

 

            ბარათი 4: ASML

სექტორი: ჩიპების მწარმოებელი

ყიდვის ფასი: 350 ₾

შემოსავალი: +60 ₾

რისკის დონე: მაღალი

 

 

        ბარათი 5: Ethereum

სექტორი: კრიპტოვალუტა

ყიდვის ფასი: 400 ₾

შემოსავალი: +0 ₾

რისკის დონე: ძალიან მაღალი

 

ბარათი 6: Solana

სექტორი: კრიპტოვალუტა

ყიდვის ფასი: 150 ₾

შემოსავალი: +0 ₾

რისკის დონე: ძალიან მაღალი

 

 

 

        ბარათი 7: Chainlink

სექტორი: კრიპტოვალუტა

ყიდვის ფასი: 100 ₾

შემოსავალი: +0 ₾

რისკის დონე: ძალიან მაღალი

 

         ბარათი 8: ოქროს ზოდი

სექტორი: ძვირფასი მეტალები

ყიდვის ფასი: 200 ₾

შემოსავალი: +10 ₾

რისკის დონე: ძალიან დაბალი

    

 

        ბარათი 9: სახელმწიფო ობლიგაციები

სექტორი: უსაფრთხო ინვესტიცია

 ყიდვის ფასი: 100 ₾

შემოსავალი: +30 ₾

რისკის დონე: დაბალი

 

             ბარათი 10: ბინის ქირა

სექტორი: უძრავი ქონება

ყიდვის ფასი: 500 ₾

შემოსავალი: +100 ₾

რისკის დონე: დაბალი

 

 

  ბარათი 11: კომერციული ფართი

სექტორი: უძრავი ქონება

ყიდვის ფასი: 800 ₾

შემოსავალი: +150 ₾

რისკის დონე: საშუალო

 

             ბარათი 12: მზის პანელები

სექტორი: მწვანე ენერგია

ყიდვის ფასი: 400 ₾

შემოსავალი: +80 ₾

რისკის დონე: საშუალო

 

 

 

 

        ბარათი 13: ორგანული მეურნეობა

სექტორი: სოფლის მეურნეობა

ყიდვის ფასი: 300 ₾

შემოსავალი: +70 ₾

რისკის დონე: საშუალო

 

    ბარათი 14: საბანკო დეპოზიტი

სექტორი: საბანკო საქმე

ყიდვის ფასი: 100 ₾

შემოსავალი: +20 ₾

რისკის დონე: ნულოვანი

 

 

    ბარათი 15: ინოვაციური სტარტაპი

სექტორი: ვენჩურული კაპიტალი

ყიდვის ფასი: 500 ₾ 

შემოსავალი: +200 ₾

რისკის დონე: ძალიან მაღალ

 

 

 

 

რისკ-ბარათების ნაკრები:

ბარათი 1: ტექნოლოგიური ბუმი - ყველა ტექნოლოგიური აქტივის (Apple, Tesla, ASML) შემოსავალი ორმაგდება ამ რაუნდში.

 

ბარათი 2: კრიპტო-ზამთარი - ყველა კრიპტოვალუტის ფასი მცირდება 50%-ით;

 

ბარათი 3: გლობალური ინფლაცია - ყველა აქტივის ყიდვის ფასი იზრდება 20%-ით;

 

ბარათი 4: ოქროსადმი ნდობა . ოქროს ზოდის შემოსავალი იზრდება 50%-ით.

 

          ბარათი 5: მოულოდნელი ხარჯი - თითოეული მოთამაშე იხდის 100 ₾- (ავარია, რემონტი, ჯარიმა).

 

ბარათი 6: უძრავი ქონების ბაზარი გაჩერდა - უძრავი ქონების ბარათები შემოსავალს არ იძლევა ამ რაუნდში.

 

          ბარათი 7: მწვანე ენერგიის მხარდაჭერა - „მზის პანელებისბარათის მფლობელები იღებენ ბონუსს +100 ₾.

 

        ბარათი 8: საბანკო განაკვეთის ზრდა - საბანკო დეპოზიტის შემოსავალი ორმაგდება.

 

        ბარათი 9: სტარტაპის წარმატება - „ინოვაციური სტარტაპისმფლობელი იღებს +300 ₾ მოგებას.

 

ბარათი 10: ეკონომიკური კრიზისი - ყველა აქცი და კრიპტო შემოსავალს არ იძლევა

 

  

შემოსავლის ბარათები

 

 

·        ბარათი 1: ხელფასისაბაზისო შემოსავალი: ყველა მოთამაშე იღებს +500 ₾ ყოველი რაუნდის დასაწყისში.

·        ბარათი 2: დივიდენდი (Tech)აქციების მფლობელები (Apple, Tesla, ASML) იღებენ დამატებით +50 ₾-.

·        ბარათი 3: ქირის გადასახადიუძრავი ქონების მფლობელები (ბინა/კომერციული) იღებენ დამატებით +150 ₾-.

·        ბარათი 4: სეზონური მოგებაორგანული მეურნეობის მფლობელები იღებენ დამატებით +70 ₾-.

·        ბარათი 5: მზის ენერგიის ბონუსიმზის პანელების მფლობელები იღებენ +80 ₾-.

პორტფოლიოს ფურცელი (სამუშაო ცხრილი)

ეს არისინვესტორთა კლუბისმთავარი დოკუმენტი, რომელიც თითოეულმა მოსწავლემ (ან გუნდმა) უნდა შეავსოს თითოეულ რაუნდში.

რაუნდი

საწყისი ბალანსი

შეძენილი აქტივი

შემოსავალი (ბარათებით)

რისკი (მოვლენა)

საბოლოო ბალანსი

1

1000 ₾

2

3

4

5

 

 

No comments:

Post a Comment

შენი ტელეფონი შენი საფულეა: როგორ დავიცვათ თავი ონლაინ ხაფანგებისგან?

  ხშირად გვგონია , რომ ინტერნეტში მხოლოდ ჩვენი ფოტოები , მეგობრები და თამაშებია , თუმცა რეალურად დღეს შენი სმარტფონი შენი პირად...